ეკონომიკურ-სტატისტიკური მეთოდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკურ-სტატისტიკური მეთოდები - (economic-statistical methods), შემოღებულ იქნა XVII საუკუნეში ინგლისელი ეკონომისტის უილიამ პეტის მიერ ქვეყნის მეურნეობის ანალიზისათვის. იგი პირველი შეეცადა შეეფასებინა ინგლისის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ეროვნული შემოსავალი და გამოეკვლია არაპირდაპირი გადასახადების გავლენა ეკონომიკაზე. ეროვნული ანგარიშიანობის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ფრანგი ეკონომისტის ჟან ბატისტ სეის „წარმოების ფაქტორთა თეორიამ“. წარმოების სამი ფაქტორის (მიწა, შრომა, კაპიტალი) გარდა, სეი მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა სამეწარმეო უნარს. ნაშრომში „პოლიტიკური ეკონომიის სრული კურსი” (1828) იგი აყალიბებდა თავის შეხედულებებს ამის შესახებ.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები