ეკიქარმე სირაკუზელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკიქარმე სირაკუზელი – (მე-6-5 ს. ძვ.წ.), ძველბერძენი მსახიობი, დორიული კომედიის წარმომადგენელი. მან პირველმა მხატვრულად და სიუჟეტურად ჩამოაყალიბა ყოფითი და პაროდიულ-მითოლოგიური ფოლკლორული სცენები (არისტოტელე, „პოეტიკა“, თ. 5). შემორჩენილია მისი პიესების ფრაგმენტები, სადაც ბურლესკურ-პაროდიულად გადამუშავებულია მითები, ფილოსოფიური დავა. მის მიერ შექმნილი პარასიტის ტიპი, შემდგომში გადაიღო ახალმა ატიკურმა კომედიამ. მისი ნაწარმოებები დაწერილია იამბით დორიულ დიალექტზე. მათში გამოყენებულია ენობრივი შესაძლებლობები (მახვილსიტყვაობა, სიტყვების თამაში, რიტორიკული ანტითეზები, ნეოლოგიზმები).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები