დორიული კომედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დორიული კომედია – ძვ.წ. 6-5 სს. ძველბერძნული კომედიის ნაირსახეობა; აღმოცენდა დორიულ ქალაქში მეგარა. დორიული კომედიის შესახებ არისტოტელეს გამონათქვამების გარდა, სხვა წყაროები შემორჩენილი არ არის. დორიულ კომედიაში წარმოადგენდნენ ყოფით სცენებს ხალხური ფარსის ტრადიციული პერსონაჟების მონაწილეობით: სოფლელი თაღლითი, ექიმი-შარლატანი, ძუნწი, ბაქია მეომარი და (ა.შ.)

ძვ.წ. მე-5 ს. ათენელი კომედიოგრაფები უპირატესობას აძლევდნენ ძველატიკურ კომედიას და დორიული კომედიის მიმართ ჰქონდათ დამცინავი დამოკიდებულება. დორიულმა და განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია დორიელების მიერ დაპყრობილ სიცილიაში, პოეტ ეპიქსარმოსის შემოქმედებაში.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები