ეთნოტოპონიმი
ეთნოტოპონიმი – გეოგრაფიული ობიექტის საკუთარი სახელი – ტოპონიმი, რომელიც საყრდენ ფუძედ ეთნონიმს ანუ სატომო სახელს იყენებს. ქართულში წარმოქმნის ძირითადი საშუალებაა აფიქსაცია: ეთნოსის აღმნიშვნელ ტერმინს მიერთვის გეოგრაფიული -ეთ- სუფიქსი: კოლხ-ეთ-ი, ლაზ-ეთ-ი, სეან-ეთ-ი, რუს-ეთ-ი, ფინ-ეთ-ი, ჩინ-ეთ-ი.
ეთნოტოპონიმთა სადერივაციო საშუალებად, ჩვეულებრივ, გამოყენებულია ცირკუმფიქსები სა – ეთ-: საპბერძნ-ეთ-ი, სა-ფრანგ-ეთ-ი და სა - ო: სა-ქართველ-ო, სა-მეგრელ-ო, სა-ზან-ო.
ეთნოტოპონიმთა წარმოების ტიპს მიჰყვება აგრეთვე ადამიანთა გვარ-სახელებისა და ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულების აღმნიშვნელი ტერმინების მიხედვით გაფორმებული ტოპონიმები. აქაც მხოლოდ სა – ო კონფიქსი გამოიყენება: სა-კორინთლი-ო, სამაჩაბლ-ო, სა-გურამ-ო, სა-ბარათიან-ო, სა-დადიან-ო; სა-არაგვ-ო, სა-მუხრან-ო, სა-ჯავახ-ო (წესს გამონაკლისი არა აქეს).
ეთნოტოპონიმთა წარმოქმნაში არ გვხვდება სა – ე ცირკუმფიქსი. იგი მხოლოდ არაადამიანთა კლასის სახელებთანაა დადასტურებული: სა-ირმ-ე, სა-მგლ-ე, სა-იხვ-ე, სა-ქორ-ე, სა-ბუ-ე, სა-დათვ-ე.
გ. ბედოშვილი