ეზოფაგიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეზოფაგიტები — კლინიკური ნიშნები, როგორც წესი, ტკივილით შემოიფარგლება. ოდინოფაგია – ანუ ტკივილი ყლაპვის დროს, ბავშვებში ხშირად იწვევს საკვების მიღების უარყოფას, ჰიპერსალივაციას. ტკივილი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ შეიძლება გონების დაკარგვამდეც მივიდეს. შეიძლება გამოიწვიოს ზურგის და კარდიალური ტკივილებიც. ტკივილის დაწყება ყლაპვის მოძრაობას ან რაიმე განსაკუთრებული საკვების მიღებას უკავშირდება. ასევე, შესაძლოა პოზიციური ტკივილი ანუ, წოლით მდგომარეობაში ტკივილის გაძლიერება. ამ დროს უნდა ვიფიქროთ რეფლუქსის არსებობაზე.

სისხლდენა

მეორე ადგილზე დგას სისხლდენები საყლაპავიდან.

— სისხლიანი ღებინება ჰემატომეზისი;
— სისხლიანი, შავი განავალი-მელენა;
— ჩვილ ბავშვებში ანემიები (ამ დროს აუცილებელია განავალში მიკროსკოპული სისხლის ნაწილაკების კვლევა);

რომელიმე ამ დაავადებაზე და პათოლოგიაზე ეჭვის დროს, მიზანშეწონილია ეზოფაგოსკოპიური კვლევის ჩატარება.

ეტიოლოგიურად, ეზოფაგიტები, როგორც წესი, რეფლუქსის გამო ვითარდება. თუმცა, არის ვირუსული (ჰერპეს ვირუსი), მიკოზური ან თერმული მოქმედების გამო განვითარებული ეზოფაგიტები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საყლაპავის მიდამოს ტკივილები შესაძლოა განვითარდეს ხახის ან კისრის ართროზების დროსაც.

ეზოფაგიტების მკურნალობა, გამომდინარე მათი ეტიოლოგიიდან, არც თუ ისე ადვილია და შესაძლოა საყლაპავის სტენოზით დამთავრდეს.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები