ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო - ნატოს ყველა წევრსა და პარტნიორ სახელმწიფოს (მათ შემადგენლობაშია საქართველო) შორის რეგულარული კონსულტაციების და თანამშრომლობის საკითხების შეთანხმების მრავალმხრივი სათათბირო ორგანო.

მისი საქმიანობა დაფუძნებულია ორწლიან სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ფართო სპექტრს. მათ შორის: რეგიონალურ შეიარაღებაზე კონტროლის, საერთაშორისო ტერორიზმის, სამშვიდობო ოპერაციების, სამხედრო-ეკონომიკური საკითხების, სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის, სამეცნიერო და გარემოს დაცვის პრობლემების გადაწყვეტაში თანამშრომლობას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები