ევკლიდეს ალგორითმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ევკლიდეს ალგორითმი – ორი მთელი რიცხვის ან ერთი ცვლადის ორი მრავალწევრის საერთო უდიდესი გამყოფის მოძებნის მეთოდი. ევკლიდეს ალგორითმი გეომეტრიული ფორმით პირველად მოცემულია ევკლიდეს „საწყისებში”, როგორც ორი მონაკვეთის საერთო საზომის მოძებნის ხერხი (III საუკ. ჩვ. ერამდე).