დუვაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დუვაღი (აჭარ.) – პატარძლის კონუსისებური თავსაბურავი, მუყაოს ზემოდან დასაფარი წითელი ფერის ძვირფასი ქსოვილი, რომელსაც ხოჯა კერავდა. მას ნეფის სახლში პატარძალს ძმა ან რომელიმე ნათესავი ჭაბუკი მოხსნიდა, ქალიშვილების ჯგუფისკენ გაიქნევდა და ვისაც მოხვდებოდა, ის გახდებოდა ვაჟის საცოლე.
ლიტერატურა
ი. სამსონია. ხალხური ტანსაცმელი აჭარაში. ბათუმი, 2005, გვ. 162.