დონ ხასინმა ხონინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დონ ხასინმა ხონინ-ი (ოს. Дон хæссынмæ хонын — „წყლის წასაღებად მოწვევა“) — ოსურ ტრადიციულ საზოგადოებაში მოქმედი საოჯახო წეს-ჩვეულებების ერთ-ერთი აუცილებელი რიტუალი — პატარძლის პირველი და საზეიმო გაყვანა წყლის მოსატანად. ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ (ზოგჯერ უფრო მოგვიანებით) ახალი რძალი სოფლის ქალიშვილებისა და ახალგაზრდა ქალების თანხლებით გაჰყავდათ წყაროზე ან მდინარეზე, სადაც ქალთა ქუვდი (საწესო სუფრა) და ცეკვა-თამაში იმართებოდა. ამის შემდეგ პატარძალს თავისუფლად შეეძლო როგორც წყალზე წასვლა, ისე ქალთა საზოგადოებაში გამოჩენა ოჯახის წევრთა თანხლების გარეშეც.

წყლის კულტთან დაკავშირებული ამ ჩვეულებით, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული კავკასიისა და სხვა ხალხების ყოფაში, საბოლოოდ მთავრდებოდა ახალ გარემოში პატარძლის ინკორპორაციის რიტუალთა მთელი წყება.



ლიტერატურა

Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები