დონალდსონის კალმახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დონალდსონის კალმახი

დონალდსონის კალმახი - სელექციის შედეგად მიღებული ცისარტყელა კალმახის მაღალპროდუქტიული და სწრაფად მზარდი ფორმაა, რომლის გამოყვანაზე მუშაობა სელექციონერმა ლ. დონალდოსმა 1932 წელს დაიწყო. მან საწყის ფორმად გამოიყენა ადგილობრივი ნაკადულის კალმახის სახეობა, რომელსაც 4 წლის ასაკში სხეულის მასა - 450-700 გრ, ხოლო ნაყოფიერება - 500-1000 ქვირითი ჰქონდა.

40 წლიანი მუშაობის შემდეგ კალმახის ახალმა პოპულაციამ სქესობრივი მომწიფება 2 წელიწადში დაიწყო და მისი საშუალო ნაყოფიერება 5-7 ათას ქვირითს, ხოლო წონა 2-3 კგ-ს აღწევდა. სამწლიანების პროდუქტიულობა 5-დან 12 ათას ცალ ქვირითამდე გაიზარდა.

დონალდსონის კალმახი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 1982 წელს აშშ-დან შემოიყვანეს. სასელექციო მუშაობამ აჩვენა, რომ დონალდსონის კალმახის ცხოვრების პირველ წელს შეეძლო მიეღწია მასისათვის 0,5-დან 2 კგ-მდე; მესამე წელს - 2-დან 4,5 კგ-მდე. ერთი მდედრის ნაყოფიერება კი 20 ათასზე მეტ ქვირითამდე გაიზარდა.

კალმახის ამ სახეობის ტოფობა წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული და დეკემბერ-მარტის პერიოდში მიმდინარეობს. ქვირითის ინკუბაციისას, წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 8-120C. კალმახი აქტიურად იყენებს როგორც გრანულირებულ, ისე, პასტისებურ საკვებს. მისი მოშენებისა და გამოზრდის პროცესში ყველა საჭირო პირობების დაცვაა აუცილებელი, რადგან პირობების დაუცველობის შემთხვევაში გარდაუვალია მაღალი დანაკარგი ქვირითში, მოზარდეულსა და მწარმოებლებშიც.

დონალდსონის კალმახი გამოირჩევა მაღალი ხარისხის ხორცით.



წყარო

ცისარტყელა კალმახი - წარმოების ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები