დომინიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დომინიკის თანამეგობრობა-დან)
დომინიკა - (Dominica - დომინიკის თანამეგობრობა), სახელმწიფო მცირე ანტილის კუნძულების ჯგუფში მდებარე იმავე დასახელების კუნძულზე ვესტინდოეთში.
ფართობი - 749,8 კმ2.
მოსახლეობა - 72,6 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. როზო.
დომინიკა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში. დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1978 წლის 3 ნოემბერს.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და საერთაშორისო ტურიზმი.
მთავარი პორტი და საერთაშორისო აეროპორტი – როზო.
შეიარაღებული ძალები არ გააჩნია.