დოლიძე ვიქტორ (დიპლომატი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ დოლიძე

ვიქტორ დოლიძე − (Viktor Dolidze), ქართველი დიპლომატი, 2005-2009 წლებშ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკასა და უნგრეთში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, 2018-2020 წლებში ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, 2020-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

დაიბადა 4 ივლისი, 1973 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1990-1995 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები;
1997 − ნატოს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია);
1998 − შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი;
1999 − თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტი (კალიფორნია, აშშ);
2004 − ჯორჯ ს. მარშალის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრი (გარმიში, გერმანია).

სამუშაო გამოცდილება:
1997-1998 − საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
1998-2000 − საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი;
2000-2001 − ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოსა და ევროგაერთიანებასა და ნატოსთან მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი;
2001-2004 − ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობა, მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში (ბრიუსელი, ბელგია);
2004-2005 −ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;
2009-2016 − პოლიტიკური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების” დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
2010-2012 − თბილისის საკრებულოს მეოთხე მოწვევის წევრი და სოციალური და ჯანდაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
2012-2016 − არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, 2012-2015 ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ, 2015 წლის მარტიდან EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანათავმჯდომარე;
2016-2017 − საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები