დოლიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი დოლიძე

გიორგი დოლიძე − (Giorgi Dolidze), ქართველი დიპლომატი, 2017 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში – აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, კირიბატის რესპუბლიკაში, ტონგას სამეფოში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში.

დაიბადა 12 მაისი, 1974 წელი, ქ. ბათუმი, საქართველო.

სამუშაო გამოცდილება:
1997-2000 − ატაშე, მესამე მდივანი, მეორე მდივანი განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველო, სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2000-2001 − ექსპერტი, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია;
2001-2003 − ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ერთობლივი პროექტი;
2005-2006 − ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2006-2011 − უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2011-2017 − უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
ღირსების ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები