დიდმაღალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიდმაღალი – მთა საქართველოში, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, აჭარა-იმერეთის ქედზე, მდინარე წაბლარისწყლის სათავეებში, ზეკარის უღელტეხილის დასავლეთით, ზღვის დონიდან 2588 მ სიმაღლეზე. შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.