დვალიშვილი ნადეჟდა
ნადეჟდა დვალიშვილი — (დ. 24 ივნისი, 1933, ბაქო, აზერბაიჯანი, სსრკ), ქართველი მძლეოსანი (სპრინტი, სიგრძეზე ხტომა). XV და XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952, ჰელსინკი რბენა 200 მ, 24,2; 1956, მელბურნი სიგრძეზე ხტომა, 6,07 მ). სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1951, 53 რბენა 100 მ და 200 მ), სამგზის მეორე (1949 რბენა 200 მ; 1951, 53 სიგრძეზე ხტომა) და მესამე პრიზიორი (1956 სიგრძეზე ხტომა). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1953 ესტაფეტა 4X200) და სამგზის მეორე პრიზიორი (1953 რბენა 100 მ და 200 მ; 1957 სიგრძეზე ხტომა), მსოფლიოს უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1951 სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1953 ესტაფეტა 4X200, ორჯერ, ესტაფეტა 4X100). სიგრძეზე ხტომაში გაიმეორა ფრანსის ბლანკერსკუნის მსოფლიოს რეკორდი 6,25 მ. საუკეთესო პირადი შედეგები: 100 მ 11,7 წმ; 200 მ 24,1 წმ; სიგრძეზე ხტომა 6,25 მ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.