დემილიტარიზებული ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემილიტარიზებული ზონა - საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი ტერიტორია, რომელზეც აკრძალულია ჯარების ყოლა, სამხედრო-ტექნიკური ნაგებობების აშენება, სამხედრო-სამრეწველო საწარმოების შექმნა.
უმთავრესად გავრცელებულია საზღვრისპირა დემილიტარიზებული ზონები, რომლებიც იქმნება პოტენციურად მტრული მხარეების დაშორიშორებისთვის და მათ შორის სამხედრო კონფლიქტების ასაცილებლად.