დეზაფრიკატიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დეზფრიკატიზაცია – აფრიკატის გადაქცევა მარტივ თანხმოვნად, რედუქციის ერთ-ერთი სახეობა. დეაფრიკატიზაცია შეიძლება წარიმართოს ორი გზით: ერთი მხრივ, სპირანტული ელემენტის დაკარგვის, შესაბამისად მარტივ ხშულთა მიღების და, მეორე მხრივ, ხშულობის ელემენტის დაკარგვის, სპირანტიზაციის გზით. ქართულში ეს პროცესები გავრცელებულია დიალექტებში. მაგ., გურულსა და აჭარულში გვხვდება წ > ტ: სტავლა < სწავლა, სტორეთ < სწორედ, სასტავლებელი < სასწავლებელი და მისთ. უფრო ხშირია აფრიკატთა სპირანტიზაციის შემთხვევები. მაგ. ძ > ზ საკმაოდ გავრცელებულია ინგილოურში – ზაღლი < ძაღლი... იმერხეულში – ძალუან < ძალიან, ზმა < ძმა; დეაფრიკატიზაციის შემთხვევები არასისტემურად გვხვდება იმერულში, კახურში, ხევსურულში, ფერეიდნულში…
ნ. იმნაძე
ლიტერატურა
- ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949 (1998);
- ქობალავა ი. აფრიკატიზაციისა და დეაფრიკატიზაციის პროცესები იბერიულ-კავკასიურ ენებში. – „იკე“, IX-X, თბ. 1958.