დაჯდომადი მთის ქანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაჯდომადი მთის ქანები – ქანები, წარმოქმნილი წყლიან გარემოში მინერალური და ორგანული ნივთიერებების დალექვის და შემდეგ გამკვრივებით. დაჯდომადი მთის ქანები შეადგენს დედამიწის ქერქის მასის 10%-ს. ჯდენის ხასიათის მიხედვით არსებობს მონატეხი, ქიმიური და ბიოგენური დაჯდომადი მთის ქანები შედგენილობის მიხედვით – კარბონატული, კაჟიანი, მარილშემცელი (გოგირდმჟავური, ჰალოიდური), ნახშირბადული, ფოსფატური და სხვ. ჯდენად მთის ქანებს შორის ჭარბობს თიხოვანი (თიხა, არგილითი, თიხოვანი ფიქლები), ქვიშისებრი (ქვიშა და სილა) და კარბონატული (კირქვები, დოლომიტები და სხვ.) ქანები. დაჯდომადი მთის ქანები თავმოყრილია ყველა სასარგებლო წიაღისეულის (ნახშირი, ნავთობი, ტორფი, საწვავი გაზი, ალუმინი, მანგანუმი, ფოსფორიტები, ქვისა და კალიუმის მარილები, კირქვები, დოლომიტები, თიხა, ქვიშნარი და სხვ.) 75%-ზე მეტი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები