დაჯდა ხელადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაჯდა ხელადა - თიხის საღვინე ჭურჭელი. გამოიყენება წყლის მოსატანადაც. იტევს 3-4 ლიტრს. მისი დამზადება მხოლოდ კახეთში სოფ. ბოდბისხევშია დადასტურებული მეჭურჭლე მეკოკიშვილის მიერ. ჭურჭელს სახელწოდება შეერქვა ფორმა-აღნაგობის მიხედვით. ხასიათდება არაჩვეულებრივი სიფართოვის ძირით, განიერი მუცლით, პატარა ტუჩით. იგი მკვიდრად დგება მყარ ზედაპირზე და დაჯდა ხელადაც ამიტომ ჰქვია.