დაჩი (ქართლის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაჩი – ქართლის მეფე V-VI საუკუნეების მიჯნაზე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და ჯუანშერის თანახმად. ვახტანგ გორგასლის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის ბალანდუხტისაგან. იგი იზრდებოდა უჯარმაში და ცნობილია უჯარმელის სახელით. ჯუანშერის ცნობით, მან დაასრულა მამის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და ვახტანგის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთა დარჩა კათალიკოსთა სამყოფელ ქალაქად. ამ დროს აშენდა ანჩისხატის ეკლესია.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები