დარცმელიძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით დარცმელიძე – დაიბადა 1979 წლის 22 სექტემბერს აბაშაში.
განათლება – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია (2003).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (2005-2011);
- სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე (2011-2012).
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარული წესით, №63 აბაშის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.