დანი (ქალაქი)
დანი – ბიბლიური ქალაქი სულას დაბლობზე, პალესტინაში. თავდაპირველად იწოდებოდა როგორც ლაიში და შედიოდა ფინიკიური ქალაქის, სიდონის ძალაუფლებას ემორჩილებოდა. ებრაელების მიერ ქანაანის დაპყრობის პერიოდში ისრაელის 12 ტომიდან ერთ-ერთმა, ლანის ტომმა დაიპყრო ეს ქალაქი და სახელწოდებაც შეუცვალა. დანი სრაელის სამეფოს უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი იყო. დანის ტომის ქალაქი ჩრდილოეთ ისრაელის საკულტო ცენტრიც გახლდათ და კონკურენციას იერუსალიმსაც კი უწევდა. ქალაქ დანის ღვთისმსახურები თვლიდნენ, რომ ისინი მოსეს შთამომავლები იყვნენ.
სოლომონის სამეფოს დაცემის შემდეგ დანი ისრაელის მეფის, იერობოამ I სამფლობელოში შედიოდა, რომელმაც ეს ქალაქი კერპთაყვანისმცემლობის საკულტო ცენტრად აქცია და აქ ოქროს ხბოს კერპი დაადგმევინა. იგივე მოიმოქმედა მან ბეთილშიც. იერობოამ I-ს მემკვიდრის, ვაასას მეფობისას ქალაქი დანი ჩრდილოეთიდან, სირიიდან შემოჭრილმა არამელმა მეფემ, ბენადიდ I-მა გაანადგურა.
ელინისტურ პერიოდში ქალაქ დანის ადგილას ახალი ქალაქი, ანტიოქია გაჩნდა. ეს ბოლო, ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი იყო, რომლის ტერიტორია იუდეის სამეფოს მეფემ, ალექსანდრე იანაემ დაიმორჩილა. ამის შემდეგ დანი ისტორიაში თითქმის აღარ გამოჩეილა.