ბენადიდ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენადიდ I - (დაახლ. ძვ.წ. 914-880) – არამელთა მეფე, რაასონის მემკვიდრე დამასკოს ტახტზე. ბენადიდ I ისრაელის დაუძინებელი მტერი იყო. ის დიდი ჯარით შეიჭრა ისრაელში და სამარიას ალყა შემოარტყა, მაგრამ მიუხედავად დიდი უპირატესობისა, დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.

ისრაელის მეფე აქაბმა მასთან ზავი დადო და კავშირი შეკრა. სამი წლის შემდეგ ბენადიდსა და აქაბს შორის ომი განახლდა, რომელშიც არამელებმა გაიმარჯვეს, ხოლო აქაბი ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა და მოკვდა. ამით ისარგებლა ბენადიდმა და ისრაელს მიწები წაართვა, ხოლო ქალაქები გაძარცვა. ბენადიდმა სიცოცხლის ბოლო წლებიც ისრაელის მტრობაში გაატარა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები