დამცავი ტანსაცმელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამცავი ტანსაცმელი – ტანსაცმელი, რომლის დანიშნულებაა მომუშავის დაცვა მავნე და საშიში მექანიკური, ქიმიური და მეტეოროლოგიური ფაქტორებისაგან. სპეცტანსაცმლის კონსტრუქციამ უნდა უზრუნველყოს ეფექტური დაცვა, ექსპლუატაციის დროს უნდა იყოს მოხერხებული, ტანსაცმლის შიგნით კანის სუნთქვისათვის შექმნას ნორმალური მიკროკლიმატი, კანის ზედაპირიდან მოახდინოს ჭარბი ნახშირმჟავას გაყვანა. სპეცტანსაცმლის ვენტილაცია ხორციელდება ქსოვილის კარგი ჰაერგამტარობისა და ტანსაცმელში სპეციალური სავენტილაციო ნახვრეტების ხარჯზე. სპეცტანსაცმლისათვის განკუთვნილი ქსოვილი უნდა ხასიათდებოდეს მკვრივი სტრუქტურით, საკმარისი სისქით, ცვეთისა და გაგლეჯისადმი საკმაო მდგრადობით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები