დამრტყმელი ჯგუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამრტყმელი ჯგუფი

1. ზოგიერთი ქვეყნის არმიის ქვეითი ჯარის საბრძოლო წყობის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია შეტევისას (თავდაცვაში კონტრშეტევისას), მთავარი დარტყმის მისაყენებლად.

დამრტყმელი ჯგუფის შექმნა დაკავშირებულია ღრმა ოპერაციის (ღრმა ბრძოლის) თეორიის შემუშავებასთან.


2. ფლოტის ძალების დროებითი ფორმირება, საბრძოლო წყობის (ოპერატიული დაწყობის) ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ბრძოლაში (ოპერაციაში) კერძო ამოცანის გადასაწყვეტად;


3. სამხედრო-საჰაერო ძალებში - ტაქტიკური დანიშნულების ძირითადი ჯგუფი; ქვედანაყოფის, ნაწილის, შენაერთის საბრძოლო წყობის მთავარი ელემენტი, განკუთვნილი მოწიმოწინააღმდეგის სახმელეთო, საზღვაო ობიექტების და საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად.


რიგ ქვეყნებში მთავარ მიმართულებაზე იქმნება მთავარი დარტყმის დაჯგუფება, დამხმარეზე – დამხმარე დარტყმის დაჯგუფება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები