დამიზეზება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამიზეზებახატის (ჯვარის) მიერ ადამიანის დაავადმყოფება. განირჩევა დამიზეზების ორი ტიპი: ა. დამიზეზება, როგორც სასჯელის ფორმა, ხატის შეურაცხყოფისათვის („ზღვენ-სამსახურის“ დაკლება, ნაკრძალ ადგილზე გავლა და სხვა ცოდვები), რაც ადამიანის დროებით ავადმყოფობაში (თავის, თვალების, გვერდების ტკივილი, ფილტვებისა და სხვა ორგანოების დაავადება) ვლინდება, და ბ. დამიზეზება „რჩეულის“ ხატის მეენედ (ქადაგად) ან ხუცესად აყვანის მიზნით. ამ უკანასკნელის სიმპტომები საჩინო ხდება ფსიქონერვული ხასიათის დაავადებით, რომლის დროსაც კაცი „გიჟდების, ქადაგობას დაიწყებს, ღაბუშობას. ის გონთ აღარ იქნების, ის იქნების არეული. რას იძახებს, თაო არ იცის იმან. რასაც აძახებიებს ჯვარი, იმას იძახებს“. „ქადაგი“, „ღაბუში“.


ლიტერატურა

  • ნ. მინდაძე. რჩეულობის ინსტიტუტი და ფსიქო-ნერვული დაავადებანი ფშავში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981, გვ. 146-152;
  • მისივე, ქართული ხალხური მედიცინა. თბ., 1981;
  • თ. ოჩიაური. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან. თბ., 1954, გვ. 18.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები