მეენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეენე − იგივე ქადაგი, კულტმსახური, რომელიც ღვთაების ნება-სურვილს აუწყებს ხალხს, მისი პირით ლაპარაკობს, ქადაგთა ინსტიტუტი დასტურდება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მთაში ქადაგობას მხოლოდ მამაკაცები მისდევენ, ბარში კი ორივე სქესის ქადაგს ვხვდებით. ქადაგობა ხდება რელიგიური დღესასწაულების დროს ხატ-სალოცავებში.

ქადაგად თავად ჯვარი ირჩევს საყმოდან და დასვამს მას, ვისიც იმედი აქვს, რომ მორჩილად შეუსრულებს ნებას, დაუფარავად და მიუკერძოებლად მიიტანს საყმოს ყურამდე ჯვარის სიტყვას, ზოგჯერ სასიკეთოს, ზოგჯერ სასტიკს. ქადაგის ენა განსაკუთრებულია, რადგან მისი პირით თავად ჯვარი მეტყველებს. ამ ენას ჯვართენას უწოდებენ, ხოლო ქადაგის ნალაპარაკევს – ნაქადაგარს



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები