დავით კერესელიძე (დიპლომატი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით კერესელიძე

დავით კერესელიძე – ქართველი დიპლომატი, 2006-2011 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში.

დაიბადა: 9 ივნისი, 1959 წელი, ქ. თბილისი, საქართველო

განათლება
1976-1981 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით – დიპლომი;
1978-1980 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მეორადი ფაკულტეტი;
1983-1988 – მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი – მოსკოვი.
საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ასპირანტურა. დისერტაცია თემაზე „საერთაშორისო ტურიზმის ეკონომიკა განვითარებად ქვეყნებში“. დოქტორის წოდება.

სამუშაო გამოცდილება
1981-1983 – საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი. მეცნიერ-მკვლევარი;
1989-1990 – საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაცია „საქიმპექსი“. ფირმის დირექტორი;
1991-1993 – შპს „ტრანსსერვისი“ – თბილისი. კომერციული დირექტორი;
1993-1994 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
1994-1996 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
1996-1999 – საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპულიკაში – ათენი, საბერძნეთი. დესპანი;
1996-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საერთაშორისო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
2011-2014 – შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრი (CBSS) – ათენი. ალტერნატიული გენერალური დირექტორი;
2014-2016 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგანგებო დავალებათა ელჩი, სპიკერი;
2016-2017 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ავსრტალიის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი;
2017 წლიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი

კონფერენციებსა და მოლაპარაკებებში მონაწილება
გაეროსა და გაეროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებისეკონომიკური და სოციალური კომისიის ფარგლებში უმაღლესი დონის მოსამზადებელი შეხვედრები;
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების, მაღალი თანამდებობის პირთა და შესაბამისი სტრუქტურების ოფიციალური შეხვედრები;
1997-2005 – შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქართველოს მმართველის მოვალეობის შემსრულებელი;
1996-2006 – საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს დირექტორი (ათენი);
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენებისა და კასპიის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – ანკარა, თურქეთი – 1999;
კასპიის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – აშხაბადი, თურქმენეთი – 2000;
კასპიის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – თბილისი, საქართველო – 2000.

ფლობს: ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები