დავენეოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავენეოზი - (davaineosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Davainea + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელები, ცესტოდები – Davainea proglottina, D.meleagris და D.nana პარაზიტობენ ნაწლავებში. ავადდებიან ქათმები, ინდაურები, ციცრები, უპირატესად – მოზარდეული.
სიმპტომები: წიწილები თავჩაქინდრული დგანან, ბუმბული აბურძგნულია, მოძრაობა – დუნე, სუნთქვა – გახშირებული.