დადიანი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი დადიანი

დადიანი დიმიტრი – (?-1895), ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ მონპელიესა და პარიზში (1875-76) ეუფლებოდა აგრონომიის საფუძვლებს. მსახურობდა ელიზავეტპოლის გუბერნიაში საგანგებო მინდობილობის მოხელედ, ქუთაისის საურთიერთო კრედიტის ბანკში დირექტორად (1883), საადგილმამულო ბანკში (1884-90). იყო სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა დეპუტატი. 1881 წ. მისი ხელმძღვანელობით ქუთაისში დაარსდა ხალხოსნური კვირეული გაზეთი „შრომა“, რომელმაც 1883 წლამდე იარსება. თანამშრომლობდა „დროებაში“, „ივერიასა“ და „ნოვოე ობოზრენიეში“. თავის პუბლიცისტურ წერილებს ძირითადად უძღვნიდა ეკონომიკურ საკითხებს, ქადაგებდა ერთა თანასწორობას და მხარს უჭერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. საყურადღებოა მისი წერილი „ერთი შენიშვნა“, რომელშიც კალმის ოსტატებს სიმამაცის, პირდაპირობისა და უკომპრომისო ბრძოლისკენ მოუწოდებდა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები