დაგრილების დაავადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაგრილების დაავადება - კენტჩლიქიანთა ქრონიკული ფორმით მიმდინარე ინვაზია, რომლის აღმძვრელია ერთუჯრედიანი პარაზიტიTrypanosoma equiperdum (ბერძნ. trypanon ბურღი + soma სხეული, ლათ. equus ცხენი + perdere გაფუჭება).

დაავადება გავრცელებულია კერობრივად, ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ცხენის დაინვაზიება ხდება დაგრილების დროს. თავდაპირველად ფაშატებსა და ულაყებს უშუპდებათ სასქესო ორგანოები. დაავადების მეორე სტადიაზე შეშუპებები (თალერის ბალთები) ჩნდება კანზე. მესამე სტადიაზე ცხოველი ძლიერ გამხდარია. მას უვითარდება პარეზი, აგრეთვე, თავისა და კიდურების ნერვულ დაბოლოებათა დამბლა.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები