გუბაზ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუბაზ Iეგრისის მეფე, მოღვაწეობდა V საუკუნის 50-60-იან წლებში. იგი აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორ მარკიანეს (450-458) და დახმარება სთხოვა ირანს, მაგრამ ირანელებმა უარი შეუთვალეს გუბაზს. ბიზანტიელებმა ჯარი გამოუგზავნეს ეგრისში და გუბაზი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო და მეფობა თავისი შვილისათვის წათესათვის დაეთმო. იმპერატორმა მარკიანემ მოსთხოვა გუბაზს კონსტანტინეპოლში ხლებოდა. ეგრისელმა მეფემ იმპერატორს ხელშეუხებლობის გარანტია მოსთხოვა და მისი მიღების შემდეგ ეწვია კონსტანტინეპოლს 465 წელს, როდესაც ბიზანტიის იმპერატორი უკვე ლეონ I იყო, გუბაზმა ბერძნები გააკვირვა თავისი ჩაცმულობით და მხლებლებით, იგი სპარსულად გამოწყობილიყო, ხოლო მცველები მიდიელთა წესზე ახლდნენ, მაგრამ გუბაზმა თავი დაიცვა მტკიცედ, მან მოხიბლა შემდგომში ბიზანტიელები თავისი მჭერმეტყველებით და ქრისტიანული ნიშნების ტარებით. ამის შემდეგ მას კეთილგანწყობით მოეპყრნენ და სამშობლოში გამოისტუმრეს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები