გრიგოლ დიაკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ დიაკონიქართველი საეკლესიო მწერალი. „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკის ავტორის ცნობით, გრიგოლ დიაკონს დაუწერია „მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლის მოქცევა“, რომელშიც მცხეთაში ჯვრის აღმართვის ამბავი იყო გადმოცემული. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით (ს. ყუბანეიშვილი, კ. კეკელიძე, რ. სირაძე, ვ. გოილაძე), გრიგოლ დიაკონის დასახელებული თხზულება შემონახული უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისაის“ მეორე ნაწილის – „ნინოს ცხოვრების“ შატბერდული რედაქციის მე-14 თავსა („აღმართება პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისა და მერმე კუალად გამოჩინებაჲ“) და „კლარჯულ მრავალთავში“. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელ ხანს მეცნიერები „ქრონიკის“ ძირითად ნაწილს მეფე მირიანის სიცოცხლეში შექმნილ ნაწარმოებად თვლიან, მასში დამოწმებული გრიგოლ დიაკონიის თხზულება, „ქრონიკაზე“ ადრე, მე-IV ს. 20-იან წლებში დაწერილად უნდა მივიჩნიოთ.

ვ. გოილაძე


ლიტერატურა

  • გოლაძე ვ., პირველი ქართული საეკლესიო თხზულება, „მნათობი“, 2003, № 5-6;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • სირაძე რ., „ნინოს ცხოვრება“ და დასაწყისი ქართული მწერლობისა, „განთიადი“, 1989, №3;
  • მისივე, უძველესი ქართული ნაწარმოები; ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა, 1, თბ., 1992;
  • ყუბანეიშვილი ს., გრიგოლ დიაკონი და მისი თხზულება, ლიტერატურული ძიებანი, 2, თბ., 1945.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები