გრემის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრემის წმ. გიორგის ეკლესია – (გვიანდელი შუა საუკუნეები), არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ გრემის განაპირას, გ. ხახუტაშვილის ვენახში.

ეკლესია დარბაზულია (6,4 X 4,5 მ). ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. წყობა ირეგულარულია. დაზიანებულია: ჩაშლილია გადახურვა. თითქმის მთლიანადაა მორღვეული ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადების საპირე წყობა არ შემორჩენილა ლავგარდანი.

შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან შეისრულია, შიგნით კი თარაზული გადახურვა აქვს. აღმოსავლეთით უსწორმასწორო, ღრმა აფსიდია, რომელშიც შეისრულთაღიანი სარკმელი და ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია. მსგავსი თითო ნიში გრძივ კედლებშიცაა. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ და ჩრდილოეთ ნიშის მარჯვნივ, კედელზე მიშენებულია სამწახნაგა ტრაპეზი. აფსიდის თაღი ოდნავ შეისრულია. დასავლეთ კედელში, კარის ზემოთ, შეისრულთაღიანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ქარგილზე სხმული შეისრული კამარით. ინტერიერი შელესილია. იატაკი მოგებულია კვადრატული ფილებით.

ბ. კუპრეიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები