გოროვნის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოროვნის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოროვნის განაპირას. სამშენებლო წარწერის თანახმად აგებულია 1830 წელს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (10,14X5,43 მ), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთის მხარესაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც მარტივი ფორმის პილასტრებზე დაყრდნობილ ორ თაღსა და დასავლეთის კედელს ეყრდნობა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში ორ-ორი სარკმელია გაჭრილი. მოგვიანებით ორივე კედელზე ერთი სარკმელი გადაუკეთებიათ, ხოლო მეორე ამოუშენებიათ. ეკლესია შიგნიდან შელესილია. აფსიდის კონქში შემორჩენილია XX საუკუნის მდარე მხატვრობა.

დასავლეთის ფასადზე, შესასვლელის არქიტრავზე ჯვარია ამოკვეთილი. არქიტრავის ზემოთ ქვისთაღიანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს ჩასმულია თეთრი ქვის სწორკუთხა ფილები მხედრული წარწერით, რომელშიაც აღნიშნულია ეკლესიის აგების თარიღი და მოხსენიებულია ხუროთმოძღვარი („თედო“), ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე 0,12 მ სიღრმის სამ-სამი ნიშია, აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი თაღოვანია. ეკლესიას აგურის ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთ მხარეს მცირე ზომის სამრეკლო დაუშენებიათ.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები