გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი - ქართული დრამატული თეატრი ქალაქ გორში.

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაარსდა 1934 წ. (ახლანდ. შენობა აშენდა 1935 წ არქიტექტორები შ. თავაძე, მ. ჩხიკვაძე).

ისტორია

გორში თეატრის შექმნას ხელი შეუწყო ქალაქში არსებულმა ძველმა თეატრალურმა ტრადიციებმაც. გ. ერისთავის მიერ გასულ საუკუნეში შექმნილმა სცენის მოყვარეთა თეატრმა, რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობღნენ ს. მგალობლიშვილი და ნ. შიუკაშვილი, პირველი საშინაო წარმოდგენა გამართა 1845 წ. დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“.

გორის თეატრის დაარსების თარიღად 1865 წლის 26 ივლისი ითვლება, რადგან საჯაროდ უჩვენეს გ. ერისთავის კომედია „ძუნწი“

1874 წელს გორში იქმნება „სცენისმოყვარეთა წრე“. მათი პირველი წარმოდგენა („ძუნწი“) საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გაიმართა. 1875 წელს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „უჩინმაჩინის ქუდი“ და ი. ერისთავის მიარ გადმოკეთებული კომედია „ძალად ექიმი“.

1876 წელს „სცენისმოყავრულთა წრე“ იშლება და იქმნება „სცენის მოყვარულთა საზოგადოება“.

90-იან წლებში, გორში ყოველწლიურად 3-4 სპექტაკლი იმართებოდა. ამ პერიოდში გორელმა მაყურებელმა იხილა: ა. ცაგარელის „ბაიყუში“, რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, გ. ერისთავის „ძუნწი“, „ხორველობა“, ვ. გუნიას „რაც არ მერგება, არ შემერგება“, ზ. ანტონოვის „ქოროღლი“, და ნატალია აზიანის „ინჯილერი ან დოხტური“

1905 წელს საქართველო რევოლუციამ მოიცვა. მოსახლეობის ყურადღება პოლიტიკური ცხოვრებისკენ იყო მიმართული და კულტურული ცხოვრებისთვის აღარავის ეცალა. 1903 წელს გორში სცენისმოყვარეთა მუდმივი წრე ჩამოყალიბდა, რომლის წევრები იყვნენ : თამარ თავდგირიძე, ნინო მაკალათა, სიკო კანდელაკი, მათე ლოლაძე, დავით მაჭავარიანი, და სხვები. 9 აგვისტოს ამ ახალმა დრამატულმა წრემ პირველი წარმოდგენა გამართა. წარმოდგენილი იყო გ.ერისთავის „გაყრა.“ 30 აგვისტოს კი უჩვენეს ა. ცაგარელის „ხანუმა.“ ცარიზმის პირობებში გორში პერიოდულად შეწყდა თეატრალური ცხოვრება. თეატრის განვითარებას პოლიციის სასტიკი მეთვალყურეობა უშლიდა ხელს.

თებერვლის რევოლუციამ ვერაფერი შესძინა ქართულ თეატრს. პირიქით უფრო შესუსტდა მისი განვითარება.

1920 წელს ქალაქ გორი მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა. თითქმის ყველა შენობა განადგურდა, მათ შორის ის შენობაც სადაც წარმოდგენები იმართებოდა. გაიხიზნა ქალაქის მოსახლეობაც.

1921 წელს მიწასთან გასწორებულ ქალაქს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლობა დაეპატრონა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თეატრის განვითარებაზე. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო შენობა, სადაც გორის სცენისმოყვარეები სპექტაკლებს წარმოადგენდნენ. შეირჩა ნახევრად დანგრეული გორის ყოფილი გიმნაზია. შენობა რომელიც თეატრისთვის გამოიყო თავიდან ორსართულიანი იყო და მიწისძვრამ გაანადგურა. მოეწყო სცენა, კულისები და თეატრმა მუდმივი შენობა მიიღო. ამის შემდეგ გორის სცენისმოყვარულთა წრე რეგულარულად მუშაობს. წრეს სათავეში გორელი მსახიობი სტოპა გრიქუროვი ედგა. 1923 წლიდან მათ მიიწვიეს ხელმძღვანელი, ალექსი ჯაყელი.

წრემ ამ მსახიბთა შემადგენლონბით 1923-24 წ. სეზონი გახსნა პ. ირთელის „ქრისტინეთი.“ 1924 წელს რეჟისორმა დავით აბდუშელიძემ დადგა ოსტროვსკის „უდანაშაულოდ დამნაშავენი,“ ი გედევანიშვილის „გამცემი“ და „მსხვრეპლი“. ამ პერიოდში გორში სამუშაოდ გადმოვიდა რეჟისორი სერგო გერსამია. რამდენიმე წლის განმავლობაში ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა. რეპერტუარი იყო მრავალფეროვანი. იდგმებოდა როგორც ეროვნული, ისე საზღვარგარეთის კლასიკური ნაწარმოები. მაყურებელს უჩვენეს შ. დადიანის „შენი ჭირიმე,“ „გუშინდელნი,“ „მსხვერპლი,“ „ხანუმა“ და სხვა.

1930 წელს ხელმძღვანელობს რეჟისორი მიხეილ ხერხეულიძე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სცენისმოყვარეებმა დაიწყეს სპექტაკლების გატანა გორის რაიონის სოფლებში. ეს იყო იმ პერიოდისათვის დიდი სიახლე. სოფლის მასახლეობა ეზიარა თეატრიალურ ხელოვნებას, რაც მათვის სიახლე იყო.

1933-34 წლებში გორის სცენისმოყვარეებთან სამუშაოდ ჩამოვიდა მოწვეული რეჟისორი ალ. ალაზნისპირელი. უპირველესად მან პროფესიული დასის ჩამოყალიბება მოითხოვა, რომელიც 1934 წელს შექმნა. დასის შესანახად მთავრობამ 62 ათასი მანეთი გამოყო. დასში გაერთიანდნენ საკმაოდ გამოცდილი მსახიობები: ნ. ალავიძე, გ. ბახტაძე, გ. ელიოზიშილი, ბ. მღებროვა, გ.მელაძე, ო. წერუაშვილი, ს. გრიქუროვი, ნ. კახნიაშვილი, დ. ჩუტკერაშვილი, შ. ბახტაძე, ნ.ბურჭულაძე, შ. ხერხეულიძე, ა. გამსახურდია, შ. კორინთელი, ვ. ჯოჯიშვილი, ა. დეკანოზიშვილი, ა. ჩიხლაძე, და სხვა. სეზონის განმავლობაში წარმოდგენილი იყო „მგლის ბილიკი“ /ა. ფინოვის/, „რღვევა“ /მ.ლავრენევი/ „განაჩენი“ /ლევინტინის/ „შირაქის გულში“ /ს. მთვარაძის/.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები