გომისჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომისჯვარი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ქალაქ კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“, XVII-XVIII საუკუნეების ქართლ-კახეთის ისტორიული ქრონიკები. ვახუშტი ბაგრატიონი გომიჯვრის შესახებ გადმოგვცემს: „წინარეხის აღმოსავლით და გომიჯურის ზეით არს მონასტერი ლავრა“.

XVII ს-ის ბოლოს გომისჯვარში იდგა მეფე ვახტანგ V-ის (1658-1675) ვაჟის, ლევან ბატონიშვილის სასახლე.

გომისჯვარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით აღმოჩნდა შუა საუკუნეების ნასოფლარი. შემორჩენილია რამდენიმე ნასახლარი, სადაც გამოვლინდა მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კასპის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე. ნასოფლარის აღმოსავლეთით ჩანს ბრტყელი ქვებით ნაგები რამდენიმე ქვის სამარხი. ნასოფლარის ტერიტიორიაზე დგას კოშკი, ძლიერ დაზიანებული სასახლე, იოანე მახარებლისა და წმიდა გიორგის ეკლესიები.


წყარო

  • ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები