გომეწრის ღვთისმშობელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომეწრის ღვთისმშობელი – (VIII-IX სს.) ტაძარი დგას სოფელ გომეწართან (დუშეთის მუნიციპალიტეტი, წილკნისა და დუშეთის ეპარქია) ახლოს, გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მაღაროსხევის (მდ. ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, საყდართგორაზე.

ეკლესია დარბაზულია (4,1X3,5 მ), ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია, იკითხება მხოლოდ გეგმა. აფსიდი ძლიერ შებრტყელებულია და დარბაზისგან განიერი მხრებითაა გამოყოფილი. ნანგრევებში შემორჩენილია კამარის საბჯენი თაღისა და პილასტრების ქვები და კრამიტის ნამტვრევები.

კ. წერეთელი



ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები