გომართის წმინდა გიორგის ეკლესია (ქარელის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომართის წმ. გიორგის ეკლესია – ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში (ურბნისისა და რუისის ეპარქია). მდებარეობს სოფლის ზედა უბანში, ძველ სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. 1972 წ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ეკლესია შეაკეთეს – აღადგინეს კამარა, კონქი, კედლების ზედა ნაწილები, შიგნიდან და გარედან შელესეს, შეათეთრეს და გადახურეს. დასავლეთი კედლის თავზე პატარა სამრეკლო დადგეს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,8 X 5,6 მ). ძველი ნაწილები ნაგებია მოზრდილი ნატეხი ქვიშაქვით, შეკეთების დროს ნახმარია რიყის ქვა და აგურიც. შიგნიდან და გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, ხოლო მის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის ნიში. საკურთხევლის იატაკი არდაბაგით არის გამოყოფილი და შემაღლებულია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილ პილასტრს ეყრდნობა საბჯენი თაღი, რომლის ქუსლებთან ქვიშაქვის თაროსებრი იმპოსტებია.

ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები