გომართის ეკლესია (გორის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომარეთის ეკლესია – (VIII-IX სს.), არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის, ერდევის თემის სოფელი საცხენეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. (ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია).

აღწერილობა

დარბაზული ეკლესია (არ არის ცნობილი, ვის სახელზეა აგებული) სამხრეთით დიდი სწორკუთხა მინაშენით, სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3-4 კმ-ზე მდებარეობს. აღმოსავლეთით ეკლესიას გააჩნია ოდნავ შებრტყელებული აბსიდი, ცენტრში თაღოვანი სარკმლით. კედელზე მიდგმულია შირიმის კვადრისგან თლილი, ვიწრო და მაღალი ტრაპეზი. კონქი ნახევარსფერულია. აბსიდის ჩრდილო კუთხეში ნიშია. სწორკუთხა ტრიუმფალური თაღი ეყრდნობა აბსიდის მხრების კაპიტელებს.

გრძივი კედლები ერთი წყვილი პილასტრით ორ მონაკვეთად იყოფა. დაბალ, სამსაფეხურიან პილასტრებს კაპიტელები გააჩნია. მათზე გადაყვანილი იყო თაღი, რომელიც არ შემორჩა. კამარა ცილინდრული იყო. მისი ცენტრალური ნაწილი მთელ სიგრძეზე ჩამონგრეულია. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში არქიტრავული, ნაოთხალი შესასვლელია. დასავნეთ კედლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია. ამავე კედელს კუთხის პილასტრები აუყვება, მათში გადაყვანილი თაღი კაპიტელებს ებჯინება. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. თაღები, კაპიტელები, პილასტრები და კონქი შირიმის თლილი ქვითაა ამოყვანილი. კედლები ფლეთილი და შირიმის თლილი კვადრებითაა ნაშენი.

ეკლესიას სამხრეთიდან სწორკუთხა მინაშენი აქვს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია შირიმი და ფლეთილი ქვა. შესასვლელი სამხრეთი კედლის ცენტრშია. ფასადების კუთხეები თლილი შირიმისაა, კედლები – ფლეთილი ქვის ეკლესიას შემოუყვება მარტივი, სწორკუთხა პროფილის კარნიზი. ეკლესიის დასავლეთ ფასადის სარკმლის თავზე ფილაა „აყვავებული ჯვრის“ კომპოზიციით. გადახურვა არ არის შემორჩენილი.


ლიტერატურა

შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. 1, თბ., 2002,

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები