გიორგიწმინდის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგიწმინდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი – არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. ტარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (5,0 x 3,4მ), ნაგებია რიყის წვრილი ქვითა და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, რომლებშიც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა მხარეს დახრილი ქვებით გამოყვანილი რიგები. კედლების ზედაპირი კი დუღაბითაა გასწორებული. კამარა და შესასვლელის ღიობი გამოყვანილია აგურით. კუთხეებში აგურისა და მოზრდილი რიყის ქვის შერეული წყობაა (მონაცვლეობით). ფასადებისგან განსხვავებით, შიგნითა კედლების წყობის ხარისხი რამდენადმე დაბალია.

ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: ჩამოშლილია სახურავის საფარი, მონგრეულია ჩრდილოეთ ფასადის ზედა ნახევარი, ჩრდილოეთ დასავლეთ კუთხე (მთელ სიმაღლეზე) და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილი. ჩამოქცევის პირასაა მისული კამარა.

შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში რიყის მოზრდილი ქვით ნაწყობი პარალელურწირთხლებიანი სარკმელია, რომელსაც ძირი თარაზული აქვს და გარეთკენ საფეხურებად დაბლდება იმდენად, რომ სარკმლის გარეთა ღიობი ფორმით კვადრატს უახლოვდება. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო პატარა, სწორკუთხა ნიშია.


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები