გველეთის ყველაწმიდის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გველეთის ყველაწმიდის ეკლესია– (XIII-XIV სს.) არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ გველეთის (სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია) თავში, მთაზე.

ეკლესია დარბაზულია (6,2×4,2მ), უაფსიდოა, ნაგებია ნატეხი ქვით. კარის წირთხლებისა და ლავგარდნისთვის გამოყენებულია თლილი ქვა. დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთი კედლის უმეტესი ნაწილი, ჩამონგრეულია კონქი და კამარა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. თითო თაღოვანი სარკმელი აღმოსავლეთით და დასსვლეთითაა. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის ცილინდრული კამარა ეყრდნობოდა შეკიდებულ პილასტრებზე გადაყვანილ შუა საბჯენ თაღს (შემორჩენილია ჩრდილოეთის პილასტრი და თაღის მცირე ნაწილი) და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს. ეკლესიის ინტერიერი მოხატული ყოფილა. მოხატულობის ფრაგმენტები ამჟამად ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

პ. ზაქარაია


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008; Georgian Architecture (A documented photo-archival collection on microfiche with 47,000 photographs for the study of Early and Late Medieval Christian Architectural Arts of Georgia and its historical area of settlement), vol. 3. Kakhethi, Leiden: Inter Documentation Company (IDC), 1997.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები