გეწაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით გეწაძე

დავით გეწაძე – (დ. 28 აგვისტო, I917, ზესტაფონი, – გ. 29 აპრილი 1979, თბილისი), ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971).

1948 დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, 1952 – ასპირანტურა. 1948–68 მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1968 მარტიდან გარდაცვალებამდე თსუ ახალი ქართული ენის კათედრის წევრი იყო.

დავით გეწაძე ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეძღვნება ძველი ქართული ზმნის სისტემას, მწერლის ენასა და სტილს, ცალკეულ გრამატიკულ კატეგორიათა წარმოების თავისებურებებს, ქართული ენის სწავლების ფორმებსა და მეთოდებს.

ლ. კვანტალიანი

თხზულებები

  • მესამე პირის სუბიექტის ნიშანი დ ძველ ქართულში. – „ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები“, 1952-53, ტ. II;
  • კავშირებითი მეორის ერთი ფუნქციის შესახებ ძველ ქართულში. – იქვე, 1955, ტ. 13;
  • ქართული ენა. ლექსიკოლოგიისა ღა სემასიოლოგიის პრაქტიკუმი, თბ., 1962;
  • ძვეელი ქართული სალიტერატურო ენისაგან განსხვავებული სინტაქსური მოვლენები ს.-ს. ორბელიანის თხზულებებში.- „თსუ შრომები“, 1972, ტ. B4 (143);
  • ძირითადი ფონეტიკური პროცესები ს.-ს. ორბელიანის ენაში.– კრ: „ენათმეცნიერება“, თბ., 1976 („თსუ შრომები“, ტ. 174).

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები