გეომეტრიის საფუძვლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეომეტრიის საფუძვლები – გეომეტრიის დარგი, რომელშიც იკვლევენ გეომეტრიის ძირითად ცნებებს, მათ შორის დამოკიდებულებებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს არის მათემატიკური დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა გეომეტრიის (ელემენტარული (ევკლიდური) გეომეტრიის, ლობაჩევსკის გეომეტრიის და სხვ.) დედუქციურ (აქსიომატურ) აგებას.