გენიუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გენიუსი(რომ.) თავდაპირველად რომაულ მითოლოგიაში გენიუსი გვარის (მოდგმის) ღვთაება იყო. შემდეგ მან მიიღო მამაკაცთა მფარველის, მისი სასიცოცხლო ძალის შემოქმედისა და მთელი ცხოვრების თანამგზავრის ფუნქცია.

გენიუსი მხოლოდ მამაკაცთა შემწე იყო, ქალთა მფარველებად სხვა, განსაკუთრებულ სულებს – იუნოებს მიიჩნევდნენ (იუნო). ყოველი რომაელი მოქალაქის დაბადების დღე აღინიშნებოდა როგორც მისი გენიუსისადმი მიძღვნილი ზეიმი. ამ დღეს იწირებოდა უსისხლო მსხვერპლი. ხანდახან თვლიდნენ, რომ ადამიანს ორი გენიუსი სდევს თან: კეთილი და ბოროტი.

თავისი მფარველი გენიუსი ჰყავდა თითოეულ ოჯახს, ქალაქსა თუ ხალხს. რომის ფორუმზე იდგა რომის სახელმწიფოს მფარველი გენიუსის ქანდაკება. მას ყოველი წლის 9 ოქტომბერს მსხვერპლს სწირავდნენ. იმპერიის ეპოქაში მსხვერლს სწირავდნენ აგრეთვე მმართველი იმპერატორის გენიუსს.

ხალხურ წარმოდგენებში გენიუსი გველის სახებით აღიბეჭდა. ხელოვნებაში მას წარმოსახავდნენ ჭაბუკად, ხელში სიუხვის რქით ან თასით.

თანამედროვე მეტყველებაში „გენიოსს“ უწოდებენ უმაღლესი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები