გეეუშ ურვან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეეუშ ურვან(ირან.) „ხარის სული“, ნახირის მფარველი ღვთაება, რომელსაც უბრუნდება ყველა დაკლული (მსხვერპლად შეწირული) ხარის სული.

გეეუშ ურვანი ამავე დროს არის ხარის პირველსახე და მისი განსახიერებაც. აჰურა მაზდას განჩინებით, საქონელი განკუთვნილია ადამიანისთვის – უნდა ემსახუროს მას თავისი ძალით, დააკმაყოფილოს საკვებით – ხორცით და რძით, მაგრამ ადამიანიც ვალდებულია მის წინაშე: უნდა დაიცვას იგი ძალადობისგან, უზრუნველყოს მისი მშვიდობა და უსაფრთხოება გარეშე მტრისგან, აეშმასა და დრუგას მიმდევართაგან. ამას შესთხოვს გეეუშ ურვანი აჰურამაზდას და იგიც აკმაყოფილებს მის თხოვნას. ხარის სულისთვის ზრუნვა მაზდეანური რელიგიის ერთ-ერთი მცნებაა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები