აეშმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეშმა, აეშმა – (ირან.) „მძვინვარება“, „სიშმაგე“ (ეს სიტყვა „ეშმადან“ მოდის), ირანულ მითოლოგიაში ერთ-ერთი მთავარი დევი ეშმა-დაევა, რომელიც თავდაპირველად მკვიდრ და მშვიდობიან მოსახლეობაზე თარეშისა და აწიოკების განსახიერება იყო. როგორც ცოდვილი ფიქრებისა და თავაშვებულობის მატარებელი, მორჩილებისა და თვინიერების სულს სრაოშას უპირისპირდება.