გედევანიშვილი იონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გედევანიშვილი იონა – (1737-1821), საეკლესიო მოღვაწე. აღიზარდა ანტონ კათალიკოსის კარზე. იყო მცხეთის ჯვარის მონასტრის არქიმანდრიტი, მერე — რუისის მიტროპოლიტი. დანაშაულისთვის საეკლესიო კრებამ ეპარქია ჩამოართვა. ამას მოჰყვა მისი გაქცევა საქართველოდან შემოიარა მთელი სამართლმადიდებლო აღმოსავლეთი, იყო კონსტანტინოპოლში, მოლდავეთში. ბოლოს რუსეთში დამკვიდრდა. იქვე გარდაიცვალა. თავისი ხანგრძლივი მოგზაურობა (1805-10 წწ) აღწერა სამოგზაურო ჟანრის ნაწარმოებში „მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა“. ნაწარმოებში დაცულია საინტერესო (ცნობები ნანახი ქვეყნების ბუნების, ხალხის ზნე-ჩვეულებათა და ისტორიულ ძეგლთა შესახებ.
ტექსტი
- იონა გედევანიშვილი, მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა, თბ., 1852.