გეგეჭკორი სერგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეგეჭკორი სერგო ლავრენტის ძე - (1920-2000), რაკეტული სისტემების კონსტრუქტორი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950), ინჟინერ-პოლკოვნიკი.
დაამთავრა ლენინგრადის კავშირგაბმულობის სამხედრო-ელექტროტექნიკური აკადემია (1947). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1952). სსრ კავშირ-გერმანიის ომის მონაწილე. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა თეირანის (1943), იალტის (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციების მომზადებასა და ჩატარებაში (ასრულებდა სპეციალურ სამხედრო დავალებებს).
მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს საკონსტრუქტორო ბიუროში, სადაც შექმნა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტული სისტემის პროექტი. 1990 წლიდან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „კომეტას“ კიევის ფილიალის დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი.