გეგელიძეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეგელიძეები – (XVIII-XIX სს.), მხატვართა დინასტია, მოიცავს სამ თაობას. წარმოშობით აჭარის წყლის ხეობიდან იყვნენ.

პირველი თაობის წარმომადგენლები არიან ქრისტესია და დავით გეგელიძეები, რომლებიც ერეკლე II-ის კარის მხატვრები იყვნენ. მეორე თაობა იყო დავითის ვაჟი, ანტონი (დ. 1827) და იოანე (ივანე) ქრისტესიას ძე; მესამე თაობა – დავით ანტონის ძე (1837-1914). გადმოცემის თანახმად, ანტონ და დავით გეგელიძეებმა მოხატეს წმ. გიორგის, იგივე კარის ეკლესია (შავთელის ქ.) და ფერისცვალების მონასტრის წმ. დარიას ეკლესია (დარეჯან დედოფლის სასახლის ტერიტორია) თბილისში. ანტონმა მოხატა ანჩისხატის, წმ. სამებისა და სიონის ეკლესიები, სავარაუდოდ, XIX ს. 20-იან წლებში. შემონახულია იოანე (ივანე) გეგელიძის მიერ ჯუღაანის ეკლესიისთვის შესრულებული კანკელის სქემა. დავით გეგელიძის (უმცროსი თაობის) კანკელი, რომელიც 1887 წლით არის დათარიღებული, თელავის ღვთაების ტაძარშია აღმართული. გეგელიძეების თითოეული წარმომადგენლის ხელწერა საკმაოდ თვითმყოფადია. მათ შემოქმედებაში იგრძნობა ეროვნული ტრადიციების გაგრძელების ტენდენცია.


ლიტერატურა

ძუცოვა ი., მხატვარი გეგელიძეები, ჟურნ. „ძეგლის მეგობარი“, 1977, №5.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები